ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ქალთა ფორუმი - "მე და ჩემი არჩევანი"
03/09/2012

პრესრელიზი

4 სექტემბერი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
ეკატერინე სხილაძე

ქალთა საინფორმაციო ცენტრი
ტელეფონი: (995 32) 95 29 34; 94 26 99
მობილური: 557 022234
office@ginsc.net 

ქალთა ფორუმი - "მე და ჩემი არჩევანი"

თელავი,  საქართველო - 2012 წლის 4-5 სექტემბერს, სასტუმროში "რჩეული მარანი" (ჭავჭავაძის ქ #154)  გაიმართება ქალთა ფორუმი - "მე და ჩემი არჩევანი". ფორუმი ტარდება  ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა ხმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში" პროექტის ფარგლებში.

ფორუმის მიზანია კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების ცნობიერების ამაღლება აქტიური საარჩევნო უფლების განხორციელების მნიშვნელობაზე, მათი მონაწილეობით ეთნიკური ჯგუფების არსებული პრობლემებისა და გამოწვევების განხილვა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა მომზადება  პოლიტიკური პარტიების  ლიდერებთან  შესახვედრად.

ფორუმის შედეგად შემუშავდება რეკომენდაციები პოლიტიკური პარტიებისათვის სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის  მდგომარეობის, მათი პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ. რეკომენდაციები პოლიტიკურ პარტიებს წარედგინებათ პოდიუმ დისკუსიის შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება 2012 წლის 12 სექტემბერს, თბილისში, სასტუმროში ,,ქორთიარდ მარიოტი".

***
პროექტი „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა ხმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში" ხორციელდება სსიპ "საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის" ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია  ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა ინტეგრაციის ხელშეწყობა  საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, საარჩევნო პროცესებში მათი აქტიური ჩართულობის გზით. 

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
ეკატერინე  სხილაძე
ქალთა საინფორმაციო ცენტრი
ტელეფონი: (995 32) 95 29 34; 94 26 99
მობილური: 557 022234
office@ginsc.net 

 

წაკითხულია: 2270